მძიმე ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ავტოსაგზაო შემთხვევას ხონის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. 16 წლის მოზარდი მოტოციკლს მართავდა და ელექტრობოძს შეეჯახა. ინფორმაციას infoimereti ავრცელებს.
არასწრულწლოვანი საავადმყოფოში  გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ივანდიდში მცხოვრებია.

“ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია. გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ. გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს”,- აღნიშნულია ხონის მერიის განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მძიმე ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მძიმე-ავარიას-16-წლის-ბიჭი-ე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi