როგორ მოვიშოროთ მუცელი მშობიარობის შემდეგ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბავშვის დაბადება ამაღელვებელია, თუმცა ეს გრძნობები შეიძლება დაჩრდილოს სტრიების გაჩენამ ასევე დიდი პრობლემაა დარჩენილი მუცელი.

მუცელი მშობიარობის შემდეგ კარგავს ელასტიურობას და საკმაოდ არამიმზიდველია.

მშობიარობიდან პირველი 40 დღის განმავლობაში ქალის ორგანიზმი თავისთავად აღდგება: საშვილოსნო და საშოს კედლები იკუმშება და იწყება მუცლის ქსოვილების რეგენერაციის პროცესი. ამ პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია სპორტული აქტივობები. სპორტთან დაკავშირებული რეკომენდაციების უგულებელყოფამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, საშვილოსნოს პროლაფსი, საკეისრო კვეთის შემთხვევაში, ნაკერების გახსნა.

ორსულობა

ფორმების ნორმალიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია წონის დაკლების სიჩქარე. წონის სწრაფი დაკლებით, სტრიების გაჩენის ალბათობა იზრდება. დაჭიმვის ინტენსივობაზე მოქმედებს მუცლის კუნთების მდგომარეობა, გენეტიკური მაჩვენებლები და ორსულობისას მომატებული კილოგრამების რაოდენობა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კანისა და კუნთების მდგომარეობის ნორმალიზებისთვის აუცილებელია დაბალანსებული დიეტა, ფიზიკური აქტივობა და სხვა მანიპულაციები, რომლებიც ატონიზირებენ კანს და კუნთებს.

ფიზიკური აქტივობა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. რეგულარული ვარჯიში საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ კუნთოვანი ქსოვილის გაძლიერებას და აღადგინოთ დაჭიმული კანის ელასტიკურობა. ვარჯიში გავლენას ახდენს სამ პრობლემაზე:

ჭარბ კანქვეშა ცხიმზე; დასუსტებული მუცლის კუნთებზე; მოშვებულ კანზე.

ორსულობის დროს მუცლისა და საშვილოსნოს კუნთები იჭიმება. ბანდაჟის ტარება ასწორებს პრობლემურ უბნებს, აღადგენს მუცლის კუნთების ტონუსს, ხელს უშლის სტრიების გაჩენას, ამცირებს ზურგის ტკივილს ხერხემლის დატვირთვის შემცირებით.

ორსულობა

- Advertisement -
Ad imageAd image

უპირველეს ყოვლისა, მშობიარობის შემდგომ სხეულის ფორმების კორექციისთვის რეკომენდებულია დიეტის დაცვა. ის უნდა შეიცავდეს ცხიმის მინიმალურ რაოდენობას, მნიშვნელოვანია ცილებისა და ნახშირწყლების მიღების დაბალანსება, ასევე ორგანიზმის გამდიდრება ვიტამინებით, მინერალებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. უნდა მიიღოთ ბევრი სითხე, მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.

მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და მეტაბოლიზმის დაჩქარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მუცლისა და წელის მოცულობა, ასევე გააუმჯობესოს

საჭმლის მონელება. რეკომენდებულია ლიმფოდრენაჟის მასაჟიც. დადებითი დინამიკა მასაჟის კურსის შემდეგ შეიმჩნევა ქსოვილების ელასტიკურობის აღდგენაში, კანის გაძლიერებასა და განახლებაში.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორ მოვიშოროთ მუცელი მშობიარობის შემდეგ. 18 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუცელი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T00:42:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi