პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი...

„მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას…“

მუსიკოსები მანიფესტს აქვეყნებენ, რომელსაც ხელს პოპულარული შემსრულებლები აწერენ, ეხმიანებიან საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და აქციებს რუსთაველის გამზირზე და აღნიშნავენ, რომ პროტესტს უცხადებენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

გთავაზობთ მუსიკოსების მანიფესტის ტექსტს უცვლელად:

„ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.

ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში.

ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.

მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ვიფიცებით და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მოროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს.

გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად.

პატივისცემით, მუსიკოსები საქართველოსთვის.

ხელმომწერთა განახლებადი სია:

  1. ნინო ქათამაძე
  2. მწვანე ოთახი
  3. თამადა
  4. Soft Eject
  5. მაია დარსმელიძე
  6. Nikakoi
  7. რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider
  8. ბექა გოჩიაშვილი
  9. Bedford Falls
  10. MOKUMOKU
  11. არა
  12. Creams
  13. Mechanical Rainbow
  14. ერეკლე დეისაძე
  15. Melqo
  16. Circus Mircus
  17. LOUDspeakers
  18. SKAZZ
  19. Killages
  20. 4D Monster Lobsters
  21. მებო ნუცუბიძე
  22. ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები
  23. გამოუვალი მდგომარეობა
  24. ჯგუფი ყველა
  25. Zviad Mgebry
  26. მურმან წულაძე
  27. Anushka Chkheidze
  28. Will Kolak
  29. Tape Visitors
  30. Ducktape
  31. ხონძი
  32. LIOwithILA
  33. Sexy Bicycle
  34. Lua
  35. Nikala
  36. Mellow
  37. AVARA
  38. ელენე გოგოძე
  39. კოლექტივი
  40. DEENA
  41. Postalion
  42. On The Road
  43. Tanu Stibellyus
  44. ONEFORTY
  45. დავით მუნჯიშვილი
  46. NAKASHA
  47. MISHVARDI
  48. Noki
  49. Hiver Den
  50. IAMNIKITA
  51. სამართ(ლ)ებელი
  52. ინდი მეწარმეები
  53. ქაჯი თოდია
  54. ბულბულა
  55. ნიკა ჩოხელი
  56. FLOWFLOW MAGAZINE
  57. გიო რუსია
  58. პინო
  59. Echo
  60. STUTTER
  61. MVYKL
  62. TOVLY
  63. SOPO
  64. Koa mohawke
  65. Process
  66. TRIGGER
  67. Amstrd.
  68. Process
  69. Progenol
  70. Dito
  71. ნათია სართანი
  72. Nuka Gabunia
  73. Kuji Tabaghua
  74. ლაშა ნათენაძე
  75. Sophie Villy
  76. 9Rhyme
  77. ANTICS,HEYS
  78. Anman
  79. ანიჩკა სიხარულიძე
  80. David Delgma
  81. Band E Roll
  82. მარიამ კუბანსკი
  83. ხუტა სალია
  84. ლევან სიდიანი
  85. ზუკა სიმონიშვილი
  86. Tetso
  87. თამთა მანძულაშვილი
  88. პელარგონია
  89. ბარბარე გრიშაშვილი
  90. თორნიკე ჯაფიაშვილი
  91. მირანდა ნამიჭეიშვილი
  92. ზურაბ კოსტავა
  93. RTNH
  94. გიგი კობერიძე
  95. ბექა ჩხარტიშვილი
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
კუნძული ვისი – ხორვატიის მშვენება

კუნძული ვისი – ხორვატიის მშვენება

12 December, 2024
“აკრედიტაცია კანადის” პროგრამის მენეჯერი იულია შჩერბინა დაესწრო Politico Health Care Summit-ს ბრიუსელში

“აკრედიტაცია კანადის” პროგრამის მენეჯერი იულია შჩერბინა დაესწრო Politico Health Care Summit-ს ბრიუსელში

დეკემბერი 12, 2024
საახალწლო გვირგვინი საკუთარი ხელით: რეკომენდაციები და რჩევები

საახალწლო გვირგვინი საკუთარი ხელით: რეკომენდაციები და რჩევები

დეკემბერი 12, 2024
TasteAtlas-მა ქართული სამზარეულო 2024 წლის TOP 100-ში შეიყვანა

TasteAtlas-მა ქართული სამზარეულო 2024 წლის TOP 100-ში შეიყვანა

დეკემბერი 12, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე

შეხვდით ახალ წელს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას, გოდერძიზე

დეკემბერი 10, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საშობაო სანგრია

საშობაო სანგრია

დეკემბერი 12, 2024
როგორ მოვუაროთ შობის ყვავილს ,,პუანსეტიას”

როგორ მოვუაროთ შობის ყვავილს ,,პუანსეტიას”

დეკემბერი 12, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი ტაილანდში

როგორ აღინიშნება ახალი წელი ტაილანდში

12 დეკემბერი 2024
TRACECA-ს ეროვნული მდივნების სხდომა თბილისში — სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ზრდა

TRACECA-ს ეროვნული მდივნების სხდომა თბილისში — სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ზრდა

დეკემბერი 12, 2024
ისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა

დეკემბერი 12, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი