მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე ავრცელებს.
„გიგუ გიპოვეს…“, – წერს გვანცა გოროზია.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიც ადასტურებს. მათი თქმით, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები 14 მაისიდან მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მტკვარში ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა იყო 14 მაისს გადავარდა. მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა მოახერხეს, სამი კი დაიღუპა. ამ დროისათვის სამივე ცხედარი ნაპოვნია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს. 24 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მტკვარში-გიორგი-შამუგიას/
