თბილისში მასტერკლასს მსოფლიოში ცნობილი კონდიტერ-შეფი ანტონიო ბაშური მართავს.
არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მქონე პუერტორიკოელი შეფი ქართველ კოლეგებს პორციული ნამცხვრების საავტორო რეცეპტებს გაუზიარებს. ანტონიო ბაშური 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტრად დასახელდა.
მასტერკლასები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.