მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, – განაცხადეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

„მყინვარების შენარჩუნება არა მხოლოდ ეკოლოგიური, ეკონომიკური ან სოციალური აუცილებლობაა – ეს გადარჩენის საკითხია“, – განაცხადა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სელესტა საულომ.

275 000 მყინვარი 700 ათასამდე კვადრატულ მეტრს ფარავს, თუმცა ეს ფართობი სწრაფად მცირდება კლიმატური პირობების ცვლილებების გამო. კერძოდ, დაკარგულია 450 მილიარდ ტონამდე ყინულოვანი მასა.

მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ თუ დღევანდელი ყინულოვანი მასების დნობის მაჩვენებელი არ შეიცვლება ძალიან ბევრი მყინვარი აშშ-ში, კანადაში, სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, კავკასიაში და ახალ ზელანდიაში XXI-ე საუკუნეში უბრალოდ გაქრება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მყინვარები მსოფლიო წყლის მარაგის 70%-ს შეიცავს. იმ შემთხვევაში თუ მყინვარები გაქრება, მილიონობით ადამიანი წყლის გარეშე დარჩება.

გაეროში გლობალურ დათბობასთან ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობენ და სათბურის აირების ემისიების შემცირების მნიშვნელობას აღნიშნავენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. 26 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მსოფლიოში-ზედაზედ-მესამე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi