პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიმსოფლიოს ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა

მსოფლიოს ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა

ბერლინში მსოფლიოს ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი აყვავდა. ეს იშვიათი მოვლენა რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და მხოლოდ რამდენიმე დღეს გრძელდება. ტიტანური ამორფოფალუსის სუნი ლაყე კვერცხებსა და გაფუჭებულ თევზს ჰგავს. მისი ყვავილობა დაახლოებით 72 საათს გრძელდება, შემდეგ აყვავების თარიღის წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია.

ეს ტროპიკული მცენარე, რომელიც წარმოშობით ინდონეზიის კუნძულ სუმატრადანაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილედით გამოირჩევა – მისი სიმაღლე 3 მეტრსაც კი აღწევს.

ყვავილის სანახავად და მისი სუნის შესაგრძნობად მსურველები ბერლინის ბოტანიკურ ბაღში მიდიან. დღეს მისი ყვავილობის ბოლო დღეა.

  გიორგი ყიფშიძე მამაზე: „იმედი მაქვს მაპატიებს ამ ინტერვიუს!!! მე უკვე ვაპატიე რაზეც ბრაზი მქონდა!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი