პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი"მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ... რაც შეეხება შვილებს, გოგო...

“მე და ჩემი ცოლი ბევრჯერ ავირიეთ, ახლა საბოლოოდ… რაც შეეხება შვილებს, გოგო ევროპაში სწავლობდა, ბიჭმა სკოლა ახლა დაამთავრა” – ლევან ყოჩიაშვილი ოჯახსა და შემოქმედებითი პაუზაზე

ცნობილი სერიალის დამსახურებით, ძალიან პოპულარული ადამიანი გახდა. 12 წელის განმავლობაში მაყურებლის საყვარელი პერსონაჟი აღმოჩნდა. მთავარი გმირია და სერიალს სწორედ მისი ფრაზა – “ჩემი ცოლის დაქალები” ჰქვია…ლევან ყოჩიაშვილს, იგივე დათოს, “დაქალებში” სხვა მსახიობებთან ერთად, ტელეეკრანზე გამოჩენა და საყვარელი როლის თამაში დროებით აღარ უწევს. ფინანსური პრობლემების გამო, ტელეკომპანია “ფორმულამ” “დაქალებთან” ერთად, რამდენიმე პროექტი დახურა, თუ შეაჩერა.

შემოქმედებითი პაუზის დროს რაზე დაფიქრდა მსახიობი და რა როგორ გადააფასა, ამაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ლევან ყოჩიაშვილი ისაუბრებს:

– როცა უკვე სერიალი “წავიდა”, სეზონები დაემატა, წლებიც გავიდა. სცენარი ყოველთვის ისეთი მოქნილი იყო (ქეთი დევდარიანი სულ ახალ თავგადასავლებს გვთავაზობდა), მოდუნების საშუალებაც არ გვქონდა და მუდმივად საინტერესო იყო. ამბები იცვლებოდა. ამასთან მაყურებლის დიდი გულშემატკივრობა, მხარდაჭერა, მათი მოლოდინი ჩვენზე მოქმედებდა. ძალას გვაძლევდა, რაც შემოქმედებაზე ცხადია, აისახებოდა. ამის ფონზე პროექტი სახალხოდ იქცა. ჩვენც მივყვებოდით იმ შეთანხმებას, რომ ყოფილიყო გასაგები, შინაურული, ბუნებრივის გარდა სანახაობრივი. ადამიანებს მისი ყურების სურვილი უნდა ჰქონოდა, რაც ამდენი წლის განმავლობაში მოხერხდა. 19 სეზონი და 12 წელი სერიალისთვის დიდი დროა.

– ახლა პროექტს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში?

– ასე იყო სულ – ცხოვრებაში რაიმე ეპიზოდი თუ სიტუაცია მომეწონებოდა, ვფიქრობდი, სერიალზე მუშაობისას ის როგორ გამომადგებოდა. სერიალმა ბევრი დრო წაიღო, ჩვენი ცხოვრება მოიცვა, ცხოვრების ნაწილი გახდა. ამასობაში დაიზარდნენ ჩვენი თუ სხვისი შვილებიც… მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გადაღებაზე მაინც ვნერვიულობდი, მანამდე სცენარს ველოდებოდი, რომ წამეკითხა. ამასთან, სერიალზე არაჩვეულებრივი მსახიობები მუშაობდნენ, რომლებიც ერთმანეთთან თავიდანვე შეთამაშდნენ. ანა ტყებუჩავაზე აღარაფერს ვამბობ, მართლაც ერთმანეთის ნაწილებად ვიქეცით. როცა რაღაც ამდენ ხანს ასე გრძელდება და ორივე მხარე ერთმანეთისთვის არ არის, არაფერი გამოვა. ჩვენ ერთმანეთს არ შევეჩვიეთ, არც გავთამამდით და არც სერიალის პოპულარობამ არ მოგვადუნა.

– თქვენს შვილებზეც მოგვიყევით. ვიცი, რომ ბიჭმაც სკოლა წელს დაამთავრა. სოციალურ ქსელში შვილების წარმატებაზე წერთ ხოლმე…

  „ულამაზესი და უნაზესი ხარ“ – ორსული ელენე ეპიტაშვილი საოცრად გამოიყურება

– კი, მართლა კარგები არიან. კესუნა უკვე დიდია, 25 წლის არის. კარგი შვილია და საკმაოდ ჭკვიანი, რაც ძალიან მიხარია. სკოლა მედალზე დაამთავრა, მერე ჯიპაში საერთაშორისო სამართალზე ჩააბარა და წარმატებით დაამთავრა. მაგისტრატურა საჯარო მართვაში გაიარა, მაგისტრატურის ბოლო კურსი ევროპაში დაამთავრა, პოლონეთის უნივერსიტეტში. წიგნიერი ადამიანია, მითითება არასდროს არაფერზე სჭირდებოდა. იცოდა, რა უნდოდა, რისკენ მიდიოდა, რომ ამას შრომა უნდოდა. ვასიკოს, ჩემს ბიჭს, მისი სახით კარგი მაგალითი ჰქონდა. ვასიკო მამაჩემის სახელი ჰქვია. სანდო კაცია, რაღაცნაირი წესიერი, სასიამოვნო, ვარჯიშობს, სწავლობს. ვნახოთ ახლა, რა იქნება, გამოცდები გვაქვს წინ. 12 ივნისს ბანკეტი ჰქონდა. კესოსთან ერთად ბიზნესის ადმინისტრირება აირჩია. იხილეთ ინტერვიუ სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.