კვირა, ნოემბერი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიმომავლის პროგნოზირება სიზმარში ნანახი რიცხვებით

მომავლის პროგნოზირება სიზმარში ნანახი რიცხვებით

სიზმრების ასახსნელი უამრავი ცნობარი და წიგნია გამოსული, მაგრამ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ყველაფერი როდია ცნობილი. მაგალითად, ცნობილი ადამიანების სიზმრები, გამომდინარე თანამედროვე ცხოვრებიდან, ძალიან განსხვავდება გასული საუკუნეების ადამიანების სიზმრებისგან. გერმანელი ასტროლოგები სპეციალურად იკვლევდნენ ამ ფაქტს და დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანები სიზმარში ძალიან ხშირად ხედავენ რიცხვებს. მათი აზრით, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში უხდებათ ურთიერთობა რიცხვებთან. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ასტროლოგებმა შეიმუშავეს ის ძირითადი მომენტები, რომლებიც ხსნიან, თუ რას ნიშნავს სიზმარში ნანახი ესა თუ ის რიცხვი.

რიცხვი ერთის დასიზმრების შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება რაღაც ცვლილებებს მოითხოვს. კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა – მასში არის რაღაც ისეთი, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, ერთიანი იმაზეც მეტყველებს, რომ ამ პრობლემის გადალახვა მარტოს მოგიწევთ. არ უნდა გქონდეთ სხვისი, თუნდაც უახლოესი ადამიანის რჩევის ან დახმარების იმედი. რადგან ეს რიცხვი თქვენი ქვეცნობიერიდან ამოტივტივდა, პრობლემის გადაწყვეტა თქვენვე უნდა ითავოთ.

რიცხვი ორი – მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი გრძნობები და ემოციები აკონტროლოთ. ამ ეტაპზე თქვენთვის უმთავრესი მოთმინება უნდა იყოს და ყველაფერი კეთილად დასრულდება. დაელაპარაკეთ ახლობლებს, შესაძლოა, მათგან კარგი რჩევა მიიღოთ, მაგრამ მთავარი მაინც მოთმინებაა. არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეთ ვინმეს მაცდურ წინადადებას და მით უმეტეს, არ ეძებოთ ახალი სასიყვარულო თავგადასავლები. ორიანის დასიზმრება აშკარად მიგითითებთ, რომ ახლა თქვენთვის ამის დრო არა არის.

რიცხვი სამი – ამ რიცხვის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენ უკიდურესად გადაღლილი ხართ და მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეცადეთ შვებულება აიღოთ: გაემგზავრეთ გასართობად ან სადმე ბუნების წიაღში დაისვენეთ. სხვათა შორის, სამიანის დასიზმრება წყლის ენერგიის ნაკლებობაზეც მიუთითებს და კარგი იქნება, თუ დროს წყლის სანაპიროზე გაატარებთ. შესაძლოა დაღლილობას ან გამოფიტვას ვერ გრძნობდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ შინაგანად გადაღლილი ხართ და საქმიანობაში აუცილებლად დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს. მეგობრების წრეში ყოფნა და დასვენება თქვენთვის აუცილებელია.

  „ამ სიფრიფანა და ლამაზ გოგოს ისეთი ძლიერი ხმა აქვს, ეკრანის მიღმაც იგრძნობთ ცეცხლის წაკიდებას“

რიცხვი ოთხი – სამსახურში ყველაფერი წესრიგში არ გაქვთ. ეცადეთ მაქსიმალური კონცენტრაცია გააკეთოთ სამუშაოზე, რადგან მოსალოდნელია ისეთი პრობლემების წარმოშობა, რომელთა გადაწყვეტა დამატებით ძალებს და ენერგიას მოითხოვს. ეს არ ნიშნავს, რომ სამსახურის დატოვება მოგიხდებათ, – უბრალოდ, წინააღმდეგობები მუშაობის დროს გექნებათ. შეეცადეთ მთლიანად მოახდინოთ თქვენი ძალების მობილიზაცია და ყველაფერი კარგად დასრულდება.

რიცხვი ხუთი – უახლოეს მომავალში სამოგზაუროდ წასვლა მოგიწევთ და ეს თქვენთვის აუცილებელიც იქნება. თქვენს ცხოვრებაში ისეთი მომენტია, როდესაც სიტუაციას, ასე ვთქვათ, გვერდიდან უნდა შეხედოთ, რათა უკეთესად განჭვრიტოთ მომავალი. ხელიდან არ გაუშვათ სადმე გამგზავრების შანსი, ეს დასვენებასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ ბევრი რამ თავიდან აწონ-დაწონოთ. აგრეთვე, გამორიცხული არ არის, რომ მოგზაურობისას ისეთი ნაცნობები გაიჩინოთ, რომლებიც თქვენს მომავალ საქმიანობაში გამოგადგებიან.  ნახეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი