ტიკტოკერი ლიკა გაგნიძე, რომელიც გამომწერებს განსხვავებულ კონტენტს სთავაზობს და პოზიტივით ავსებს, დღეს უკვე ცხოვრების ახალი საფეხურიდან გვესაუბრება — წლის და 7 თვის შემდეგ, მაშინ, როცა მძიმე სენი დაამარცხა, საყვარელ ადამიანზე ჯვარი დაიწერა და ქორწილიდან ლამაზი კადრებიც შემოგვთავაზა.
მიუხედავად რთული დიაგნოზისა, მან არ დაკარგა თავისებური იუმორი და ენერგია. ლიკა ინტერვიუში დეტალურად გვიყვება, როგორ შეძლო ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპის გადალახვა და როგორ აგრძელებს ახლა ცხოვრებას.
– ლიკა, როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– 2012 წელი იყო, რუსთავში გავიცანით ერთმანეთი, შემთხვევით, დამინახა ქუჩაში და მოვეწონე, თინეიჯერები ვიყავით… ორივემ ვიგრძენით, რომ ერთმანეთი მოგვეწონა და იმ ადგილზე მეგობრებთან ერთად მივდიოდით ხოლმე… შეყვარებულები 13 წელი ვიყავით. იყო პატარ-პატარა დაშორებებიც, უმნიშვნელო მიზეზების გამო… სერიოზული მიზეზი არ გვქონია, მალ-მალე ვრიგდებოდით ხოლმე…
– ჯანმრთელობის პრობლემები როდის დაგეწყოთ?
– 2024 წელს… მანამდე, უკვე დაოჯახებას ვგეგმავდით. ვფიქრობდით, რომ გრანდიოზული ქორწილი გადაგვეხადა. ისე დაემთხვა, რომ მე ოპერაციის გაკეთება მომიწია. დიაგნოზის შესახებ სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ გავიგეთ. დიაგნოზის გაგებიდან 2 კვირაში დავოჯახდით, ქორწილს აღარ დაველოდეთ… ეს ჩემი მეუღლის სურვილი იყო. იმ დროს არც ხელის მოწერაზე და არც ქორწილზე ფიქრი არ შეგვეძლო, ვიკეთებდი გამოკვლევებს და კიდევ ოპერაციები მჭირდებოდა… იმ დროს, ისეთ რთულ გზას გავდიოდით, მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერი ჩემი გამოჯანმრთელებით დასრულებულიყო.
– ზუსტი დიაგნოზი რა იყო?
– ავთვისებიანი სიმსივნე – ადენოკარცინომა გრეიდ 1, რომლის წარმოშობაც დაუდგენელი იყო, რაღაც ანალიზები დაიკარგა. ადრე, ოპერაცია გავიკეთე და იმ ნაოპერაციებ ადგილზე გაჩნდა კვანძოვანი წარმონაქმნი და სავარაუდოდ, სწორედ ეს კვანძი გადაგვარდა. ვერ გავიგეთ, კერა სადმე იყო თუ არა.
– რა ჩივილებით მიხვედით ექიმთან?
ყველაფერი, სავარაუდოდ, 2021 წელს დაიწყო. მანამდე, რანაირი პრობლემა არ მქონია. ერთადერთი, დაბალი არტერიული წნევა მქონდა და გონება დავკარგე რამდენჯერმე, რკინადეფიციტური ანემია მქონდა, არასწორი ძილისა და კვების გამო და ეს ამ ამბავთან კავშირში არ იყო… განაგრძეთ კითხვა


