პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამოიმატებს თუ არა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები - გადაწყვეტილება ცნობილია

მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფები – გადაწყვეტილება ცნობილია

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება კომისიამ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო.

„კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები. ამიტომ ზუსტი, რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს პარამეტრები დაზუსტებული ფორმით. ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით მონიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით ტარიფები უცვლელი. მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები ჩვენ გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს იყო ერთი მთავარი საკითხი, რაც იყო დასაზუსტებელი. გაზზეც ტარიფები რჩება უცვლელი ერთი წლის ვადით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ენდროს საღებავის გამოყენებაზე-„მაღალი რისკის შემცველია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ...“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი