პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევამობილიზებულია 70-მდე სპეციალური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი, გვეხმარებიან მოხალისე მობილური...

მობილიზებულია 70-მდე სპეციალური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი, გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები” – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი თავდგირიძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თავდგირიძის განცხადებით, მობილიზებულია როგორც რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, ისე მუნიციპალიტეტის 700-მდე თანამშრომელი, რომლებსაც მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც უწევენ დახმარებას.

“დიდთოვლობასთან გამკლავების ღონისძიებებში მაქსიმუმს აკეთებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა – ბათუმის მერია, არჩილ ჩიქოვანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აჭარის მთავრობა, თორნიკე რიჟვაძე. მობილიზებულია 70-მდე სპეციალური ტექნიკური საშუალება და მუნიციპალიტეტის 700-ზე მეტი თანამშრომელი. ამასთანავე გვეხმარებიან მოხალისე მობილური ჯგუფები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოს წევრებთან ერთად უბნების მიხედვით არიან გადანაწილებული. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებისა და ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან გაწმენდა. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც დახმარებისთვის მოგვმართეს,” – წერს ირაკლი თავდგირიძე.

  მეხანძრე-მაშველები გურიის რეგიონში მოქალაქეების დახმარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი