ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამკლავჭიდელ ქალს, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მკლავჭიდელ ქალს, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები საღამოს საათებშია გადაღებული. მასალაში კარგად ჩანს, რომ ქალი არასრულწლოვანს ხელებს ძირითადად სახის არეში ურტყამს. ჩანაწერის მიხედვით, მოზარდი თავის დაცვას და გაქცევას რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. არ ისმის ხმა, მაგრამ კადრებში ჩანს, რომ ქალი მსხვერპლს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებს. იქვე დგას ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც ჩხუბში არ ჩარეულა. მძიმე სურათს შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც სავარაუდოდ სპორტსმენის შვილია.

კადრები ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობას წინ უსწრებდა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხატია ვიბლიანსა და 14 წლის მოზარდს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

ცნობისთვის, 14 წლის მოზარდზე ძალადობის შესახებ ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე ყველამ იცის, მათ შორის, იმ სპორტდარბაზებშიც, სადაც მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი ხშირად ვარჯიშობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხატია ვიბლიანი უახლოეს დღეებში ჩემპიონატზე საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. მკლავჭიდის აკადემიაში ადასტურებენ, რომ 31 წლის ქალი ასპარეზობისთვის ემზადებოდა და ვარჯიშობდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  დუკანის დაბალკალორიული დესერტები აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი სხეულისთვის. დღეგამოშვებით ვამზადებ შოკოლადის კექსებს, შაბათ-კვირას – ვანილის პუდინგს. ვგიჟდები ამ ტკბილეულზე!
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი