შაბათი, მაისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიმკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი...

მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება – გიული ჩოხელის სიყვარულის ამბავი

ჯაზმომღერალი გიული ჩოხელი გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მისი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელზე ისაუბრა.

გიული ჩოხელმა ახალი წლის ღამეს მისი ცხოვრების სიყვარული იპოვა.

„მოსკოვში ახალი წლის კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კონცერტის შემდეგ სუფრაზე მიგვიპატიჟეს. მე მოვიწყინე, არ მომწონდა სიტუაცია. უეცრად შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით კაცი. შემომთავაზა, რომ გვემღერა, მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო და ვკითხე, თქვენ უკრავთ-მეთქი? სიცილი დაიწყეს, ეს ცნობილი ჯაზმენიაო. მოკლედ ბორის რიჩკოვმა დაუკრა და მაგრად „გავახურეთ“.

შემდეგ ვისაუბრეთ, მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. გამაცნო დედა, ულამაზესი ქალბატონი…დავქორწინდით და 14 წელი ვიყავით ერთად“. – იხსენებს გიული ჩოხელი.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

  რა არ ენანება ლიკუნა მეტრეველს საკუთარი სიამოვნებისთვის და როდის გახდა ის ფინანსურად დამოუკიდებელი
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი