„მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს. გადარჩენილები ვართ“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2 წლის ლაზარეს, რომელიც ოზურგეთში პიტბულმა დაკბინა, უკვე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მის მდგომარეობაზე დედა, ლიკა ხამათაშვილი ჟურნალ „სარკესთან“  საუბრობს.

„რეაბილიტაციის შემდეგ კოსმეტიკური ჩარევები დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ ამბავი მეორეხარისხოვანია. ახლა დიდ ოპერაციას ველოდებით, რომ სკალპი მთლიანად დაიხუროს და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა. ყურები, სახე, ყველაფერი გადაურჩა, მხოლოდ თავის ქალაზე ააძრო ყველაფერი იმ საშინელმა ძაღლმა. ექიმებსა და ექთნებს ძალიან შეაყვარა თავი.

ექთნებმა სათამაშოები მოუტანეს, ელაპარაკება მათ და გადარია ყველა. დაკბენის მომენტიდან დღემდე ბავშვს გონება არ დაუკარგავს, სრულ გონებაზეა, ჭიკჭიკებს და კონტაქტურია. მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს. გადარჩენილები ვართ“,- ამბობს დედა.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს. გადარჩენილები ვართ“. 28 დეკემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/მადლობა-ღმერთს-ტვინს-არ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi