გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გამოცდების ეროვნული ცენტრი, საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

„საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ

რჩევა გამოსაცდელებს

- Advertisement -
Ad imageAd image

საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;

დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);

საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;

შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს. 20 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გამოცდების-ეროვნული-ცენტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi