მკვლევრებმა “ყველა გზა რომში მიდის” ფრაზა შეამოწმეს

1 წუთიანი წაკითხვა

ახალმა კვლევამ, რომელიც რომის იმპერიის საგზაო ქსელს შეისწავლის, საეჭვოდ მიიჩნია საუკუნეების განმავლობაში გავრცელებული გამონათქვამი, რომ “ყველა გზა რომში მიდის”. ჟურნალ “Nature Communications”-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა რომის იმპერიის დაახლოებით 300,000 კილომეტრიანი საგზაო ინფრასტრუქტურა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში და შექმნა საგზაო ქსელის ახალი, დეტალური რუკა.

როგორც Ambebi.ge იუწყება, კვლევის ავტორმა, ორჰუსის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ტომ ბრუგმანსმა დაადგინა, რომ რომი იმპერიის ერთადერთ საგზაო ცენტრს არ წარმოადგენდა – მნიშვნელოვან როლს პროვინციული დედაქალაქებიც ასრულებდნენ. განსაკუთრებით ეს შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ IV საუკუნეში დედაქალაქად კონსტანტინოპოლი გამოაცხადა, რომლის სტრატეგიულმა მდებარეობამ ევროპასა და აზიას შორის ის გადაადგილების მთავარ კვანძად აქცია.

მკვლევარმა Fox News Digital-თან საუბრისას განმარტა, რომ ცნობილი ანდაზა, რომელიც შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნას გაგებული – მაგალითად, რომაული ბრიტანეთის არცერთი გზა რომში სინამდვილეში არ მიდიოდა. თუმცა ბრუგმანსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დასკვნები რომის, როგორც იმპერიის ცენტრის, მნიშვნელობას არ აკნინებს: “რომი საუკუნეების განმავლობაში რჩებოდა პოლიტიკური, სამხედრო და იდეოლოგიური ძალაუფლების ცენტრად. მილიონი მოსახლეობით, სწორედ ის იყო იმპერიის გული, სადაც ნამდვილი ძალაუფლება იყო თავმოყრილი”.

გზები, რომლებიც თავდაპირველად სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა და ჯარებს დაპყრობილ ტერიტორიებზე სწრაფ გადაადგილებას აძლევდა საშუალებას, დროთა განმავლობაში იმპერიის ეკონომიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილადაც იქცა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სრული ინფორმაცია: Ambebi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მკვლევრებმა “ყველა გზა რომში მიდის” ფრაზა შეამოწმეს. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მკვლევრებმა-ყველა-გზა-რო/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi