დევდორაკში გაფრთხილების სისტემამ იმუშავა, ევაკუაცია დაიწყო

1 წუთიანი წაკითხვა

დევდორაკში დამონტაჟებულმა ადრეული გაფრთხილების სისტემამ, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალურ ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება გასცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

როგორც Ambebi.ge იუწყება, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ განხორციელდა ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციისა და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას ევაკუაცია.

შსს-ს ინფორმაციით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ გველეთთან ამჟამად შეზღუდულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ორივე მიმართულებით. „ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სრული ინფორმაცია: Ambebi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დევდორაკში გაფრთხილების სისტემამ იმუშავა, ევაკუაცია დაიწყო. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დევდორაკში-გაფრთხილების/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi