მიხეილ სარჯველაძე, სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა: „დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

„დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე, სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

„ოპონენტების არგუმენტს ყავლი გაუვიდა, ფასიც დაკარგა, დაძველდა, არაფერში აღარ წერია ეს. უბრალოდ, მივიდნენ და დაელაპარაკონ, იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს დასაქმების პროგრამებით. მაგალითად, სოციალურად დაუცველების დასაქმების მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა, შეძლონ ღია შრომის ბაზარზე გასვლა, ეს მათთვის უნარ-ჩვევების განვითარების რეალური შესაძლებლობაა. ათასობით ადამიანია, რომლებმაც ჩვენი პროგრამების მეშვეობით, შეძლეს და ღია შრომის ბაზარზე დასაქმდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სხვადასხვა პროგრამისა და დასაქმების ფორუმების მეშვეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და მათი უნარების განვითარების მხარდაჭერაში.

„ამ პროგრამების მეშვეობით, შესაძლებელი ხდება, რაც შეიძლება მეტად გაეხსნათ ამ ადამიანებს ასპარეზის შესაძლებლობა. მოქალაქეს, რომელიც სოციალური სიდუხჭირის გამო, წლების განმავლობაში, ვერ ახერხებს დასაქმებას სჭირდება შემწეობა, მხარში დგომა და უნარების განვითარებაში მხარდაჭერა. სხვას თავი რომ დავანებოთ, არის არაჩვეულებრივი პროგრამები, რომელიც აქვს განათლების სამინისტროს, მაგალითად, პროფესიული განათლების მიმართულებით. აღნიშნული რესურსითაც ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც დღეს სამსახურს ვერ პოულობენ, რათა მათ შეიძინონ ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან.

მთავარი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, სახელმწიფო სთავაზობს ერთის მხრივ – განათლებას, მეორეს მხრივ – მხარს უჭერს, სამუშაო დისციპლინის, უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა შემდეგ ღია შრომის ბაზარზე გაუჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მიხეილ სარჯველაძე, სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა: „დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“. 23 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-სარჯველაძე-სოცია/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T19:02:05+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi