შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამიჩიგანში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა ერთი ადამიანი

მიჩიგანში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაიჭრა ერთი ადამიანი

22 ივნისის დილას მიჩიგანის შტატის ქალაქ უეინში მდებარე ეკლესიაში ღვთისმსახურებისას შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პირი დაჭრა.

“ოფიცრებმა დაადგინეს, რომ ეკლესიის დაცვის თანამშრომელმა ეჭვმიტანილი მოკლა”. – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:45 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებული თავდამსხმელი ეკლესიაში შესვლას ცდილობდა, როდესაც ის ეკლესიის გარეთ მყოფმა პირმა შეაჩერა და მის წინააღმდეგ სატვირთო ავტომობილი გამოიყენა.

“ჩვენი ხელმძღვანელობა და საგამოძიებო მხარდაჭერის ჯგუფები უეინში, მიჩიგანში ადგილზე იმყოფებიან და აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივ სამართალდამცავებს”. – დაწერა FBI-ის დირექტორის მოადგილე, დენ ბონგინომ პლატფორმა X-ზე.

  „ბიტკოინი კაზინოს რულეტია, რომელშიც წაგების შანსი 100%-ია“ – რას ამბობს ყველაზე წარმატებული ამერიკელი ინვესტორი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი