შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი„მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა...

„მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა პეტრე მორიგ ლექსს კითხულობს

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მის მიმდევრებს ხშირად უზიარებს ხოლმე საკუთარ ლექსებს.

ამჯერად, მან „ტვ პირველის“ გადაცემაში „შუადღე“ წაიკითხა მისი ერთ-ერთი ლექსი სახელწოდებით „აპრილი“.

„შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა,

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

და აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა იები

და გაზაფხული გითრთოლავს ტანში.

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,

მარტმა ფიქრები ისევ არია,

მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით,

თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ქალები ალენ დელონის ცხოვრებში, საინტერესო ფაქტები და მოგონებები ლეგენდის წარსულიდან
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი