ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიმისი გემოს დავიწყება შეუძლებელია. ნაყინი ბავშობიდან – მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ვაფლის...

მისი გემოს დავიწყება შეუძლებელია. ნაყინი ბავშობიდან – მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ვაფლის ფირფიტა!

ნაყინის შექმნასთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. მეორე ვერსიის მიხედვით პირველი ნაყინი რომის იმპერატორის ნერონის დროს დამზადდა. იმ დროს ნაყინი ხილისა და ყინულისგან კეთდებოდა. მესამე ვერსიის მიხედვით კი ნაყინი XVII საუკუნეში ფრანგების მიერ იყო შექმნილი.

ნაყინი არ შეიცავდა ქიმიურ პროდუქტებს, ხელოვნურ კონსერვანტებს, ის შედგებოდა ნატურალური რძისგან.

თუ ბავშვობის დროინდელი გემო გაგახსენდათ და ნოსტალგია შემოგაწვათ, შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ ნაყინი. ნაყინის ხარისხს განსაზღვრავს ნატურალური და ცხიმიანი რძის გემო.

შემადგენლობა

შედედებული რძე(სგუშონი) 200 გრამი

ნაღები 500 მლ

ვაფლის ფირფიტა 2 ც.

მომზადება

მომზადებამდე ნახევარი საათით საყინულეში მიქსერის ჯოხები და ჭურჭელი, რომელშიც უნდა მომზადდეს ნაყინი, შემდეგ ცივი ნაღები ათქვიფეთ სწრაფ სიჩქარეზე 7-8 წუთით.

შემდეგ დაამატეთ შესქ. რძე და ერთი წუთი თქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე.

ნაყინისთვის განკუთვნილ ოთხკუთხედ ფორმაში მოათავსეთ ვაფლის ერთი ფირფიტა, დაჭერით და მოარგეთ ფორმის ძირს. დაასხით ათქვეფილი მასა, დაადეთ მეორე ვაფლის ფირფიტა, დააფრეთ თავსახური და საყინულეში შედგით 4-6 საათით.

რჩევა: გამოიყენეთ უმაღლესი ცხიმის შემცველობის ნაღები და ჩვეულებრივი შედედებული რძის ნაცვლად მოხარშული, მიიღებთ ნაყინს კრემ-ბრულეს, ორიგინალ ფრანგული დესერტის გემოს, თუ ამას ჩვენი მარტივი რეცეპტის მიხედვით გააკეთებთ. მოამზადეთ და ნუ დაივიწყებთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებას!

კითხვის გაგრძელება #shenisupra

  ნაბახუსევზე ყველაზე დიდი რისკი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაა”
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი