კოჯრის ციხეზე ალბათ ყველა ნამყოფი ხართ, თბილისის უშუალო შემადგენლობაში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი, ისტორიული და ულამაზესი ადგილია, საიდანაც ლამის მთელი სამხრეთ საქართველო ხელისგულზე ჩანს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრამდეც კი.


ციხიდან ქვემოთ რომ ჩაიხედავთ ნახევარმთვარისებრ მაღალ ფრიალო კლდეებში მოქცეული ტყეა, ტყეში ისტორიული ეკლესია-მონასტრებიცაა, ამ ადგილებში ლამაზი სალაშქრო ბილიკები გადის. აუცილებლად სანახავი ადგილებია.


ახლა რაშია პრობლემა. როგორც ფოტოებიდან ხედავთ, აქ ადრე ნორმალური ტყე ყოფილა, თუმცა სამწუხაროდ დიდი ხეები გადაჭრილ-გადაჩეხილია, კუნძებსაც ეტყობა სიძველეზე, ძველი ტყის ადგილას ახალგაზრდა გაჯაგებული, დაბალი ხეებია წამოსული, თუმცა ამ პატარა ხეებსაც არ ახარებენ, რამდენიმე საკმაოდ ინტენსიურად გაკაფული ადგილი შეგვხვდა.

დანომრილი არცერთი ხე არ იყო, Tsotne Odikadze ერთი ორი პროფესიონალური სიტყვა დაგვიწერე ამ ადგილას საერთოდ შეიძლება თუ არა ტყეკაფვის მოწყობა. სამწუხაროდ როგორც ბევრჯერ სხვა დროსაც მოჭრილ ხეებთან იქვე ეყარა ზეთის და ბენზინის ცარიელი კონტეინერები, ტყისმჭრელების მახინჯი “წესჩვეულება”.
მისახედია, ასეთი ძვირფასი ადგილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“-წერს გიორგი ბიჟარაძე.