შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსმინერალურ სასუქებში დამალული 8 ტონა კოკაინი - კოლუმბიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკი...

მინერალურ სასუქებში დამალული 8 ტონა კოკაინი – კოლუმბიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო

კოლუმბიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის კოკაინი ამოიღო. ესპანეთისკენ მიმავალ ხომალდზე, რომელიც ბუენა-ვენტურას პორტში იდგა, სამართალდამცველებმა 8 ტონაზე მეტ ნარკოტიკულ საშუალებას მიაგნეს.

კონტრაბანდული ტვირთი მინერალურ სასუქებში იყო დამალული და მისი გაგზავნა ესპანეთში, ქალაქ ტოლედოში იგეგმებოდა. ამოღებული კოკაინის ღირებულება შავ ბაზარზე 472 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ადგილობრივ პოლიციას დაკავებების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. არ სახელდება კოკაინის მფლობელის ვინაობაც.

  დედამიწის ბრუნვის აჩქარების გამო, მეცნიერები კოორდინირებული დროისგან წამის გამოკლებას ფიქრობენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი