საქართველოში LGBTIQ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად, – ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ხელისუფლება არა მხოლოდ ვერ ცნობს და ვერ უმკლავდება LGBTIQ პირთა დისკრიმინაციის სისტემურ ბუნებას, არამედ აძლიერებს დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობას და სისტემურ ძალადობას“.
„LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია, და ეს პირები სერიოზული დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და სისტემური ძალადობის წინაშე დგანან. გრძელდებოდა ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ წაქეზებული და გაძლიერებული გზავნილები“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
„2024 წლის სექტემბერში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ LGBTIQ პირებისთვის ძალიან უარყოფით იურიდიულ შედეგებთან ერთად გაამყარა მტრული გარემო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის და გააღვივა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია. მისი დებულებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: არაჰეტეროსექსუალი პირებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვის დაფიქსირებას, LGBTIQ პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის პრევენციას, და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში LGBTIQ იდენტობების პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯარო შეკრებებისა და ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუთავსებელია შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მისმა მიღებამ ხელი შეუწყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდას და გაზარდა ბარიერები LGBTIQ პირებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების უფლებებით სარგებლობის კუთხით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ევროკომისიის ანგარიში: „ხელისუფლება არა მხოლოდ ვერ ცნობს და ვერ უმკლავდება LGBTIQ პირთა დისკრიმინაციის სისტემურ ბუნებას, არამედ აძლიერებს დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობას და სისტემურ ძალადობას“. 5 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკომისიის-ანგარიში/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
