ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში ...

„მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში – გაგრძელდება მუშაობა, რათა მთავრობამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს“ – პრემიერი

მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს ეხებოდა.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.

პრემიერის თქმით, გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.

„ეს არის იმ კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელიც გადავდგით სხვადასხვა მიმართლებით, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, უკავშირდება სწორედ შესყიდვების გამჭვირვალობას. მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში. გაგრძელდება მუშაობა, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი