ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიმთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი... - მერაბ დვალიშვილი

მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი… – მერაბ დვალიშვილი

მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ,მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი, ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო.

მიყვარხარ, საქართველო!“, – განაცხადა დვალიშვილმა.

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ახალი ქართული ოჯახი პირდაპირ ტატამზე! - ეთერ ლიპაერტელიანს გამარჯვების შემდეგ რჩეულმა, თემურ ნოზაძემ ხელი სთხოვა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი