ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძის 1921 წლის 24 თებერვლის N131 ბრძანება- თბილისიდან ჯარების...

მთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძის 1921 წლის 24 თებერვლის N131 ბრძანება- თბილისიდან ჯარების უკან დახევის შესახებ

100 წლის წინ. გენერლებს: ზაქარიაძეს, ჯიჯიხიას, ანდრონიკაშვილს, მაზნიაშვილს და პოლკ. გედევანიშვილს.
პოლკ. გედევანიშვილის რაზმმა დაიხიოს ტახტების მთისკენ, იქიდან არირგარდის დახმარებით წამოვიდეს გზით, კუკიის; ტბების ჩრდილოეთით ზემო-ავჭალაში. აქ დაიკავოს პოზიციები გლდანისა და ქვემო-ავჭალის ხაზზე.
გენერალმა ჯიჯიხიამ დაიკავოს პოზიციები ნოვოალექსეევიდან მოყოლებული წმ. გიორგის ეკლესიამდე.
გენ. მაზნიაშვილი თავის მარცხენა ფრთის ჯარების ნაწილებით გამოვიდეს სოღანლუღის ხიდზე, იაროს მტკვრის მარცხენა ნაპირით ალექსანდერსდორფზე და მივიდეს ზემო-ავჭალაში, სადაც ჩადგეს რეზერვში. გენ. მაზნიაშვილი თავის მარჯვენა ფრთის ჯარების ნაწილებით გამოვიდეს მნაცაკანოვის ხიდზე, ორთაჭალაში და იაროს მტკვრის მარცხენა ნაპირით, მარცხენა ფრთის ჯარების ნაწილებთან ერთად. გენ. მაზნიაშვილმა ააფეთქოს სოღანლუღის ხიდი, როდესაც კი გამოვლენ მისი ჯარის ნაწილები.  განაგრძეთ კითვა
  WhatsApp-ის უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი უჩივის Meta-ს - უსაფრთხოების სერიოზულ დაუცველობაში ადანაშაულებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი