შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომეცნიერებმა სტოუნჰენჯის ქვების საიდუმლო ამოხსნეს - ქვების შემადგენლობა სტოუნჰენჯიდან 200 კილომეტრში მდებარე...

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის ქვების საიდუმლო ამოხსნეს – ქვების შემადგენლობა სტოუნჰენჯიდან 200 კილომეტრში მდებარე კრეიგ როს-ი-ფელინის კლდოვანი მასივის იდენტურია

ბრიტანეთში, აბერისტუიტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადასტურეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სტოუნჰენჯის ქვები ადგილზე პირველყოფილმა ადამიანებმა საკუთარი ძალებით მიიტანეს.

უნივერსიტეტის გუნდმა უარყო თეორია იმის შესახებ, რომ 3-4 ტონიანი ქვები სოლსბერის მდელოზე მყინვარის დნობის შედეგად აღმოჩნდა. მეცნიერების თქმით, ეს ჰიპოთეზა რეალური რომ ყოფილიყო, ლოდები მთელს მდელოზე იქნებოდა მიმოფანტული და არა ერთ ადგილზე კონცენტრირებული.

სპეციალისტებმა ქიმიური ანალიზიც ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ქვების შემადგენლობა სტოუნჰენჯიდან 200 კილომეტრში მდებარე კრეიგ როს-ი-ფელინის კლდოვანი მასივის იდენტურია.

„თუ ნეოლითის ხანის ადამიანებს ქვის რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე გადაადგილება შეეძლოთ, ესე იგი ათობით და ასობით კილომეტრზეც გადაიტანდნენ მას. ალბათ ეს არ იყო მარტივი, მაგრამ სავსებით შესაძლებელი“, – აღნიშნულია კვლევაში.

მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს იმის მტკიცებულება თუ როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი. სავარაუდოდ ადამიანები თოკებს, ხის ციგებსა და წინასწარ გაყვანილ ბილიკებს იყენებდნენ, რაც ნეოლითში უკვე ხელმისაწვდომი იყო.

ქვების ჯგუფი სოლსბერის დაბლობზე ძვ.წ. 3000 – 2000 წლებში გამოჩნდა. უკვე 800 წელზე მეტია, მეცნიერები კამათობენ სტოუნჰენჯის დანიშნულებაზე. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, ის შეიძლება ყოფილიყო ობსერვატორია, ტაძარი, სამარხი ან თუნდაც გიგანტური მუსიკალური ინსტრუმენტი.

  91 წლის ასაკში, ლეგენდარული დიზაინერი, ჯორჯო არმანი გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი