მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს⚡

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
მარსი ფოტო: Getty Images

მეცნიერებს სჯერათ, რომ მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა პირველად დააფიქსირეს, რაც იმის ნიშანია, რომ პლანეტაზე ელვის ფორმირება არის შესაძლებელი.

შესაბამისი ხმები როვერმა Perseverance ჩაწერა, პარდიუს უნივერსიტეტის პროფესორის, როჯერ ვინსის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფი კი 28-საათიანი აუდიოჩანაწერების ანალიზზე მუშაობდა. გუნდმა 55 სიგნალი გამოყო, რომლებიც სტრუქტურით ელექტრონული მუხტების ხმაურს ჰგავს. ნაწილი დროში დაემთხვა ქარის მკვეთრ გაძლიერებასა და ატმოსფეროს ელექტრონული პარამეტრების ცვლილებას. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი იმ დღეებში მოხდა, როცა Perseverance-ი „ქვიშის ეშმაკებს“ – ათობით მეტრის დიამეტრის ქარბორბალებს აფიქსირებდა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს მონაცემები აძლიერებს თეორიას მტვრის ქარიშხლებში მოკლე ელექტრონული მუხტების ფორმირების შესახებ. ტიპური მუხტის სიგრძე დაახლოებით 1 სანტიმეტრია, თუმცა ასეთ იმპულსებსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება მტვრის გადანაწილებასა და ატმოსფეროს საერთო ელექტრიზაციაში.

აქამდე ასტრონომებს მარსის ატმოსფეროში ელვის მხოლოდ ირიბი ნიშნები ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათ წითელ პლანეტაზე ელვის არსებობა დაადასტურეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა მარსზე ელვა პირველად დააფიქსირეს⚡. 2 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-მარსზე-ელვა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-21T00:26:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi