მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს – კვლევა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერებმა შეიმუშავეს ინოვაციური მეთოდი, რომელიც კიბოს უჯრედებს სინათლის მეშვეობით ანადგურებს და ჯანმრთელ ქსოვილს უვნებლად ტოვებს.

კვლევა ტეხასის უნივერსიტეტისა (University of Texas at Austin) და პორტოს უნივერსიტეტის (University of Porto) მეცნიერებმა ჩაატარეს. მათი მიზანია ისეთი მკურნალობის შექმნა, რომელიც ქიმიოთერაპიასა და რადიაციულ თერაპიაზე უფრო მიზანმიმართული და ნაკლებად მავნე იქნება.

კვლევა ეფუძნება მეთოდს, რომელიც სინათლისა და ნანონაწილაკების გამოყენებით კიბოს უჯრედების სითბურ დასხივებასა და მათ განადგურებას გულისხმობს, თანაც ისე, რომ ჯანსაღი ქსოვილები არ დაზიანდეს.

მკვლევართა თქმით, ამ მეთოდს აქვს დიდი პოტენციალი, რადგან არ საჭიროებს ძვირადღირებულ აპარატურას — საკმარისია მარტივი LED-ნათურა და შესაბამისი ნანონაწილაკები. ეს ნიშნავს, რომ თერაპია მომავალში შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს იმ ქვეყნებშიც, სადაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურა ნაკლებად განვითარებულია.

- Advertisement -
Ad imageAd image

პირველი შედეგები შთამბეჭდავია:

კანის კიბოს უჯრედების დაახლოებით 92% განადგურდა;
მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების — დაახლოებით 50%.

მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ ამ პროცესში ჯანსაღი უჯრედები საერთოდ არ დაზიანებულა.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მკურნალობა ჯერ მხოლოდ ტესტირების ეტაპზეა და საჭიროა დამატებითი კლინიკური კვლევები ადამიანებზე. თუმცა, მათი აზრით, სინათლეზე დაფუძნებული ეს მიდგომა მომავალში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად შეიძლება იქცეს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს – კვლევა. 16 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერებმა-კიბოს-მკურნა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product Owner (UX/Product Design)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:42:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi