მეცნიერებმა ბრინჯის მარცვლებში საქონლის ხორცი გაზარდეს და ახალი, ჰიბრიდული საკვები შექმნეს

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება ბუნებაზე წნეხიც. ერთ-ერთი ასეთი სტრეს-ფაქტორია სურსათის წარმოება, განსაკუთრებით კი მეცხოველეობისთვის საჭირო დიდი ოდენობით წყალი და მიწის დიდი ტერიტორიები.

მართალია, ჯერ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ამ წნეხის შესუსტების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი; კორეელმა მეცნიერებმა ახლახან ამის კიდევ ერთ გზას მიაგნეს. მათ გამოიგონეს ახალი, ჰიბრიდული საკვები, რომელიც შედგება ბრინჯის მარცვლებში გაზრდილი საქონლის ცხიმისა და კუნთის უჯრედებისგან.

მიღებული შედეგი ხორცის ფარშისა და ბრინჯის ვარდისფერი, წებოვანი მარცვლების უცნაურ კომბინაციას წააგავს. მკვლევართა განცხადებით, ეს ნაზავი მდიდარია საკვები ნივთიერებებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოება ახლა ცოტა შრომატევადია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეამსუბუქოს ის წნეხი, რაც სურსათს აქვს პლანეტაზე. მკვლევართა ჯგუფს სამხრეთ კორეის იონსეის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური ინჟინერი სოჰიეონ პარკი ხელმძღვანელობდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„წარმოიდგინეთ, რომ ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას ვიღებთ უჯრედულად კულტივირებული ცილოვანი ბრინჯიდან. ბრინჯს ისედაც დიდი ოდენობით საკვები ნივთიერებები აქვს, მაგრამ ამას უფრო აძლიერებს საქონლის უჯრედების დამატება“, — ამბობს პარკი.

- Advertisement -
Ad image

ბრინჯში დაახლოებით 80 პროცენტი სახამებელია, დანარჩენი 20 პროცენტი კი ცილები და სხვა საკვები ნივთიერებები. ის ბრწყინვალე საკვები პროდუქტია, მაგრამ მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იყო მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ბიოლოგიურ სისტემებში, უჯრედებს სჭირდებათ კარკასი, რაც მათ ზრდასთან ერთად, ქსოვილს წარმოქმნის. ლაბორატორიულ პირობებში, სხვადასხვა ქსოვილებისა და ორგანოებისთვის, მეცნიერები ხშირად იყენებენ ხელოვნურ მატრიქსს. პარკმა და მისმა კოლეგებმა ჩათვალეს, რომ ვინაიდან ბრინჯი ძლიერ ფოროვანია, იგივე ფუნქციის შესრულება უნდა შესძლებოდა, შეესრულებინა კარკასის როლი, რომელშიც ლაბორატორიაში გაზრდილი ცხოველური უჯრედები ქსოვილად დაშენდებოდა.

პირველ რიგში, მათ ბრინჯის მარცვლები საკვები თევზის ჟელატინითა და საკვები ფერმენტებით დაფარეს, რათა უჯრედებს იმ უჯრედული მასალის მაქსიმუმამდე გაზრდაში დახმარებოდნენ, რომელიც ბრინჯს ეკვრის და მასზე იზრდება. ამის შემდეგ, ბრინჯის მარცვლებში ძროხის კუნთისა და ცხიმის ღეროვანი უჯრედები „დათესეს“ და პეტრის თეფშზე 9-11 დღის განმავლობაში ზრდის საშუალება მისცეს.

  კაცობრიობამ სერიოზულად უნდა იფიქროს პითონების სახორცედ მოშენებაზე - ახალი კვლევა

კულტივაციის პერიოდის დასასრულს, მკვლევრებმა ბრინჯის სტრუქტურა და საკვებ ნივთიერებათა შემცველობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ძროხის ხორცი-ბრინჯის ჰიბრიდი უფრო მყარი და ოდნავ უფრო მტვრევადი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ბრინჯი.

უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, თუ როგორ შეიცვალა ბრინჯის კვების პროფილი. ჰიბრიდ ბრინჯში მნიშვნელოვნად მაღალი იყო ცილებისა და ცხიმის შემცველობა — რვა პროცენტით უფრო მეტი ცილა და შვიდი პროცენტით უფრო მეტი ცხიმი, ვიდრე ჩვეულებრივ ბრინჯში. შეიძლება არც ისე ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ შესაძლებელია ამ მაჩვენებელთა უფრო გაზრდა. როგორც ჩანს, ხორციანი ბრინჯის წარმოება გაცილებით იაფი და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო იქნება, ვიდრე ძროხის ხორცის.

ჯგუფის გათვლებით, ჰიბრიდული ბრინჯის წარმოება 100 გრამ ცილაზე 6,27 კილოგრამ ნახშირორჟანგს გამოყოფს. ამას გარდა, კილოგრამი ჰიბრიდული ბრინჯის ფასი მომხმარებლისთვის კილოგრამი ძროხის ხორცის დაახლოებით 15 პროცენტი იქნება.

საინტერესო იქნება ბრინჯის გემოვნური პროფილის ცვლილებაც. როგორც ჯგუფმა დაადგინა, ძროხის ხორცის კუნთისა და ცხიმის დამატება ბრინჯს სხვადასხვა სუნის ნაერთებს მატებს.

ახლა რჩება მხოლოდ წარმოების პროცესის დახვეწა, რათა შემცირდეს ჰიბრიდული ბრინჯის დამზადებისთვის საჭირო დრო. ჯგუფმა ასევე შეიძლება ცადოს ბრინჯის მარცვლებში უჯრედული მასალის შეყვანის მაქსიმუმამდე გაზრდა. წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. მეცნიერებმა ბრინჯის მარცვლებში საქონლის ხორცი გაზარდეს და ახალი, ჰიბრიდული საკვები შექმნეს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%aa/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.