მეცნიერები დეპრესიასა და ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნის კავშირს იკვლევენ

2 წუთიანი წაკითხვა

მეცნიერთა ახალი კვლევა მიანიშნებს, რომ დეპრესია შესაძლოა ტვინში ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნის პროცესს აფერხებდეს. თუმცა მკვლევრები ფრთხილად არიან დასკვნებში და ხაზს უსვამენ, რომ ეს კავშირი ჯერ მიზეზ-შედეგობრივად დამტკიცებული არ არის.

კვლევის ფოკუსი ჰიპოკამპზე — ტვინის იმ უბანზე — გამახვილდა, რომელიც მეხსიერებას, სწავლასა და ემოციების გადამუშავებას უკავშირდება. ჰიპოკამპი განსაკუთრებულია იმით, რომ აქ ახალი ნეირონების წარმოქმნა — ეგრეთ წოდებული ნეიროგენეზი — ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება.

კვლევისთვის გუნდმა 30 გარდაცვლილი ადამიანის ტვინის ქსოვილი გამოიყენა: 19 მათგანს დეპრესიის დიაგნოზი არ ჰქონდა, ხოლო 11-ს — ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ კვლევაში ჩართული არცერთი ადამიანი გარდაცვალებამდე სამი თვის განმავლობაში ანტიდეპრესანტებს არ ღებულობდა, რაც შედეგებზე მედიკამენტების ზეგავლენას გამორიცხავს.

მეცნიერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ტვინის უჯრედი გენეტიკური აქტივობის მიხედვით შეისწავლეს და დაჯგუფეს. გაირკვა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანების ჰიპოკამპში ნერვული ღეროვანი უჯრედები შედარებით მეტი იყო, ხოლო შუალედური — ნახევრად განვითარებული — უჯრედები ნაკლები. ეს სურათი მეცნიერებს იმის ვარაუდის საფუძველს აძლევს, რომ სწორედ ღეროვანი უჯრედების სრულ ნეირონებად გარდაქმნის ეტაპზე ხდება პროცესის შეფერხება.

- Advertisement -
Ad imageAd image

გარდა ამისა, მკვლევრებმა განსხვავებები დააფიქსირეს იმ გენების აქტივობაშიც, რომლებიც სტრესის რეაქციებს, იმუნურ სისტემასა და ნეირონებს შორის კავშირების ჩამოყალიბებას უკავშირდება. ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, ტვინის ადაპტირების უნარს — ნეიროპლასტიკურობას — ასუსტებს.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან დეპრესიის გაგება სულ უფრო გადადის სეროტონინის დეფიციტის მარტივი ახსნის მიღმა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ტვინის ცვლილების, ანუ ნეიროპლასტიკურობის შეზღუდვა შესაძლოა ამ დაავადების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მომავალი კვლევები გაარკვევს — შესაძლებელია თუ არა ნეიროგენეზის მიზანმიმართულად გააქტიურება და ამ გზით დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება. თუ ეს შესაძლებელი აღმოჩნდა, კვლევის ავტორები თვლიან, რომ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობაში სრულიად ახალ მიმართულებას გახსნის.

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მეცნიერები დეპრესიასა და ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნის კავშირს იკვლევენ. 26 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მეცნიერები-დეპრესიასა-და/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია