პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემამეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში...

მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად, ძალაში დატოვა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 23 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, მსჯავრდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისატიკით, მეუღლეს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ნებისმიერი ადამიანი, ვინც მკვლელობას ზეიმობს - ბოროტია და მკაცრად დასაგმობი“-ილონ მასკი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი