პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები“მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული რომ მომცა, ვარდები ვიყიდე...“

“მეუღლემ სამკაულის შესაძენად ფული რომ მომცა, ვარდები ვიყიდე…“

„რო­დე­საც მე­სა­მე შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა, მე­უღ­ლემ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მომ­ცა, უნ­დო­და რა­ი­მე სამ­კა­უ­ლი შე­მე­ძი­ნა. არა­და, ჩემი სამ­კა­უ­ლე­ბი სა­ერ­თოდ ბავ­შვო­ბი­დან­ვე მცე­ნა­რე­ე­ბი იყო. 12 წლის ვი­ყა­ვი, როცა მე­ზო­ბელ­მა, რო­მე­ლიც ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი იყო, და­მა­კალ­მე­ბი­ნა ანუ მას­წავ­ლა, რო­გორ გა­მემ­რავ­ლე­ბი­ნა ვარ­დი.

მას შემ­დეგ, რო­დე­საც მინ­დო­და ეზო­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­მე­ტა­ნა, ყო­ველ­თვის თვი­თონ ვა­კალ­მებ­დი დედ­მა­მი­სე­ულ სახ­ლში,“ – ამო­ბობს ნინო ზღა­პა­რა­ძე, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია, პი­ა­ნის­ტი და ვო­კა­ლის­ტია, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით არ უმუ­შა­ვია.

ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. არის მე­და­ვით­ნე, რე­გენ­ტი და მგა­ლო­ბე­ლი. ამ­ჟა­მად მე­ბა­ღე­ო­ბა-მემ­ცე­ნა­რე­ო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მის ეზო­ში სხვა იშ­ვი­ათ მცე­ნა­რე­ებ­თან ერ­თად 790 ჯი­შის ვარ­დი ხა­რობს, რო­მელ­თაც დიდი მონ­დო­მე­ბით უვ­ლის, ახა­რებს და ამ­რავ­ლებს.

ნინო ზღა­პა­რა­ძე:

– რო­დე­საც გავ­თხოვ­დი, ეზო­ში მხო­ლოდ სამი ვარ­დი დამ­ხვდა. მინ­დო­და აქა­უ­რო­ბაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ყო­ფი­ლი­ყო და რო­დე­საც მე­უღ­ლემ, და­ვით თა­თა­რაშ­ვილ­მა სამ­კა­უ­ლის შე­სა­ძე­ნად ფული მომ­ცა, ავ­დე­ქი და ვარ­დე­ბი შე­ვი­ძი­ნე. სულ 16 ჯიში მო­მი­ვი­და და ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო. ეს იყო სა­კო­ლექ­ციო ვარ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­დი­ო­და.

– ალ­ბათ თან­და­თან სწავ­ლობ­დით ვარ­დის მოვ­ლის წე­სებ­საც…

– ვარ­დე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ­დი, თუ რა სჭირ­დე­ბო­და. უფრო ღრმად შე­ვის­წავ­ლე მოვ­ლა, გა­შე­ნე­ბა, გამ­რავ­ლე­ბა. ვცდი­ლობ­დი გან­მე­ვი­თა­რე­ბი­ნა ეს საქ­მე, მათ შო­რის – ბიზ­ნე­სიც. ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად რომ მო­ვე­კი­დე, მე­უღ­ლემ თან­ხა შე­მო­მაშ­ვე­ლა და 6 წლის წინ ვარ­დის 77 ჯიში ერ­თად შე­ვი­ძი­ნეთ. მას შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო 790 ჯიში მაქვს. იხილეთ სრულად

ასევე წაიკითხეთ:  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი

4 ქალის ისტორია, რომელთა საფლავებთან მიახლოება დღემდე ეშინიათ

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  9 მიზეზი სასწრაფო რეაგირებისთვის! – როდის გაკლიათ ვიტამინები

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი