ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: „ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც...

მეუფე შიო: „ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის ჩვენი გადარჩენის საწინდარი“

სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიმართა.

“სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას [ქრისტეს] და შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა ხალხში საოცარი გამონათება. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. ასეთი გამონათება, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულში. შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორეს გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, სიყვარულის გრძნობაში. ეს არ იყო მხოლოდ ილია მეორის პიროვნების დაფასება, არამედ პირველყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებების ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა.

საოცარი დღეებია, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ – ამ გამონათებამ, ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება.

ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი როგორც ხალხისა და ერის წარმატება და ღვთის წყალობა”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ.

  როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი