ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს...

მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას

მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მისი თქმით, მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მენელსაცხებლე დედების კვირას, მათ ეძღვნებათ ეს დღე, წმინდა ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს ცოცხალი რწმენა ქრისტესადმი, დიდი სიყვარული და მაგალითი გვიჩვენეს ამ სიყვარულის და რწმენის. მათ მიატოვეს თავიანთი ოჯახები, ახლობლები, რომ იესო ქრისტესთან ყოფილიყვნენ, მისთვის ემსახურათ. მაშინაც კი, როდესაც მაცხოვარი ყველამ მიატოვა, ერთმა მოციქულმა უღალატა, მეორემ უარყო, სხვები დაიფანტნენ და გაიქცნენ, როდესაც მაცხოვარს ასამართლებდნენ, როგორც ბოროტმოქმედს და მისი ნაცნობობაც კი ძალიან სახიფათო იყო სიცოცხლისთვის, მაშინაც კი ისინი არ შეშინდნენ და დარჩნენ მაცხოვრის გვერდით.

მათთვის უმძიმესი იყო ხილვა მისი ჯვარცმის, მისი სიკვდილის, ტანჯვის, გარდამოხსნის, დაფვლის, მაგრამ ისინი მაინც არ შეშინდნენ! არ შეშინდნენ მაშინაც კი, როდესაც მისი სხეული უკვე საფლავში იყო; მაინც მივიდნენ, რომ ნელსაცხებელი ეცხოთ მისთვის!

აი, ამ ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძლიერი ქალების სიმამაცემ, სიყვარულმა, ღვთისგან მიიღო თავისი ჯილდო და საზღაური. როგორც გახსოვთ, პირველად სწორედ მათ ეხარათ ქრისტეს აღდგომის შესახებ, პირველი „გიხაროდენი“ სწორედ მათ გაიგონეს.

როგორც გვიამბობს წმინდა სახარება, ისინი ეძიებდნენ ქრისტეს მკვდართა თანა, მაგრამ პოვეს მკვდრეთით აღდგომილი და იმ დღიდან, იმ წუთებიდან მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ისინი გახდნენ მკვდრეთით აღდგომილი უფლის მქადაგებლები და ამ სიხარულის მახარობლები.

ძვირფასო ძმებო და დებო, მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას.

  ვიდეო: „სიყვარულის პატრიარქი“ – ზურა მანჯავიძემ პატრიარქს ლექსი მიუძღვნა

ვინ იყო ამ მოწოდებისა და ღირსების მთავარი იდეალი? – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედოფალი ჩვენი, მარადის ქალწული მარიამი, რომლის სახით კაცობრიობამ მიაღწია, შეიძლება ასე ითქვას, ისეთ სიწმინდეს და სულიერ სრულყოფილებას, რომელიც ანგელოზებსაც კი აღემატება. ამიტომ იწოდება ის „უპატიოსნესი ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთასა“. ის გახდა ღვთის დედა და მისი სახით იკურთხება ღვაწლი დედობისა.

ეკლესია ყოველთვის პატივს სცემდა, განსაკუთრებით იხსენიებდა იმ ქალთა მრავალრიცხოვან დასებს, რომლებიც განდიდდნენ მოწამეობით, მონაზვნობით, წმინდა ცხოვრებით. ეკლესიის დაარსების დღიდანვე ქალი აქტიურად მონაწილეობს ეკლესიურ ცხოვრებაში, მისთვის ფართოდ არის გახსნილი სამოღვაწეო ასპარეზი. ეს იქნება საგანმანათლებლო, მისიონერული, საქველმოქმედო თუ სხვა სფეროები ჩვენს ეკლესიაში.

ამდენად, ეკლესია დიდად აფასებს ქალის როლს როგორც ეკლესიაში, ისე, საერთოდ, საზოგადოებაში, მაგრამ, ამავე დროს, არ იღებს და ეწინააღმდეგება იმ დამოკიდებულებას, რომელიც აკნინებს ქალის მნიშვნელობას, როგორც დედისა და მეუღლისა. ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა არ ნიშნავს მათი ბუნებრივი განსხვავებების გაუქმებას და მათი მოწოდებების ერთნაირობას როგორც საზოგადოებაში, ისე ოჯახში. ქალსაც და მამაკაცსაც ღმერთმა ჩაუდო ბუნებაში სხვადასხვა დანიშნულება და ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ წასვლას, ქალის და მამაკაცის შესახებ ღმერთის განგებულების წინააღმდეგ წასვლას.

ქალი დაჯილდოებულია ნამდვილი უნივერსალიზმით, იგი ასწრებს ოჯახშიც, ასწრებს სამსახურშიც, ასწრებს ეკლესიაშიც, ასწრებს ხშირად ჩვენზე უფრო მოშურნედ მიცვალებულთა მოხსენიებასაც, ცოცხალთა მოხსენიებასაც.

ამდენად ჩვენს ძვირფას ქალებს აქვთ თავიანთი განსაკუთრებული დღესასწაული. ეს არის დღევანდელი მენელსაცხებლე დედების ხსენება.

ჩვენო ძვირფასო ქალებო, ჩვენო დედებო, დებო, შვილებო, გილოცავთ ამ დღესასწაულს! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოგცეთ წყალობა ღვთისა და ძალა, რომ ყოველთვის მიბაძოთ და მიემსგავსოთ თქვენს დიდ წინამორბედებს – წმინდა მენელსაცხებლე დედებს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დღესასწაულს – ჯვართაღმართებას. ეს დღესასწაული დააარსეს მოციქულთასწორმა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ და ეპისკოპოსმა იოანემ, როდესაც მათ ააშენეს სვეტიცხოვლის ტაძარი, განიზრახეს სამი ჯვრის აღმართვა. თქვენ იცით ეს ისტორია, როგორ სასწაულებრივად გამოჩნდა სამი ჯვრის ადგილი მცხეთაში, თხოთის მთასა და უჯარმაში. როდესაც ეს ჯვრები აღიმართა, როგორც გვაუწყებს მატიანე, ქართლში არსებული კერპები დაიმსხვრა და მაშინ წმინდა ნინომ თქვა: „ეს ჯვრები იქნება მფარველად ყოველთა ქრისტიანეთა“. ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენმა ეკლესიამ შემოინახა ამ სამიდან ორი ჯვარი. ერთი იმყოფება მცხეთაში, სვეტიცხოველში, ხოლო მეორე, თხოთის ჯვარი, ჩვენ წინაშე არის აღმართული და გვაქვს საშუალება, რომ დღეს მას მივემთხვიოთ.

  სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა - მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! უფალმა ინებოს, რომ ამ ჯვრების ძალით და მადლით თანამედროვე კერპებიც დაიმსხვრეს საქართველოში და ჩვენი ხალხი კიდევ უფრო, მეტად და მეტად შეუდგეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; ჯვრის ძალამ და მადლმა დაგლოცოთ ყოველი თქვენგანი, დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.