მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის, – ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.

როგორც ანტონ ბულუხიამ განაცხადა, მას „ძმათა შორის“ არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს.

„ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც დადებითია. რა წარმოიდგინეთ, იცით? როგორც ჟიურისთვისაა, როცა ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ძალიან ძნელია, ისედაც ვღელავ, ნამდვილად ძალიან ძნელია, ძმათა შორის, როგორი გამოსარჩევია, იცით?“, – განაცხადა ანტონ ბულუხიამ.

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მეუფე ანტონი პატრიარქობის კანდიდატის არჩევაზე: ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. 28 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მეუფე-ანტონი-პატრიარქობი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi