შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევამესტიაში, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი იპოვეს

მესტიაში, სოფელ ნაკრასში, ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრასში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ ავტომობილში მჯდომი მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.

ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება საბა გვარმიანის, ასევე მე-12 კლასელის, საპოვნელად.

სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში სოფელ ნაკრასში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრასში გადავარდა.

ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.

  "გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს... - ტრაგიკულად დაღუპულ ალპინისტს ემშვიდობებიან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი