პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიმეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა - რა განცხადებას ავრცელებს...

მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ერთხმად ცნო დამნაშავედ.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 1 სექტემბერს, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში მეზობელს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მათ სასჯელის სახედ და ზომად 16  და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ, დაკავებულია 21 პირი - შსს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი