პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიომედიის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის საკითხზე 18 თებერვალს...

მედიის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში ომის საკითხზე 18 თებერვალს გაიმართება

ამერიკული გამოცემის, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნები უკრაინაში ომის საკითხზე ერთმანეთს 18 თებერვალს შეხვდებიან.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. დელეგაცია, რომელსაც მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ამასთან, ჯერ უცნობია, ვინ იქნება რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრას სავარაუდოდ დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, რუბიო 17 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრება.

  მოლდოვამ უარი თქვა რუსეთის მიერ დეპორტირებული იმ უკრაინელების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან ჩარჩნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი