პარასკევი, აპრილი 11, 2025
მთავარისაზოგადოებამეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა -...

მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა – კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ოქროს მედლების მფლობელებს მადლობა გადაუხადა მთელი ქვეყნის გახარებისთვის.

„ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ლაშა ბექაური – ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს და საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს. მინდა, გულწრფელად მივულოცო მათ ეს დიდი წარმატება, რადგან მთელი საქართველო გაახარეს. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 215 კილოგრამი აიტაცა, 255 კილოგრამი აკრა და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 470 კილოგრამით პირველი ადგილი დაიკავა. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაწერა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა – იგი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი მოჭიდავე, რომელმაც შეძლო ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მოპოვება. ლაშა ბექაური პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 24 წლის სპორტსმენმა ფინალში იაპონელი დაამარცხა და პარიზის 2024 წლის თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება მიულოცა სპორტსმენებს – ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანიძეს, გივი მაჭარაშვილსა და ლაშა გურულს.

„წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა. სამი ოქროს გარდა, ვერცხლის მედლებს თავისუფალ ჭიდაობაში – გივი მაჭარაშვილი, ძიუდოში ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი მოკრივე ლაშა გურულის ანგარიშზეა. თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი – მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი 250 ათას ლარს მიიღებს, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის მეთაურს. ეს წამახალისებელია ქართველი სპორტსმენებისთვის, რაც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კიდევ მეტ მოტივაციას მისცემს. ჩვენმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართულ ჟინს ვერაფერი დაამარცხებს და მიზნისკენ სწრაფვას ყოველთვის აქვს აზრი. ამ პატარა ქვეყანას ამდენი წარმატებული ადამიანი და სპორტსმენი ჰყავს. მანამდე ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვახარეს, ისტორია დაწერეს. მეამაყება, რომ ვარ ქართველი, დავიბადე ამ ქვეყანაში და საქართველო ჩემი სამშობლოა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა სპორტსმენს, მადლობას ვუხდი ჩვენი გახარებისთვის და მომავალში მეტ წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

  ჯაბა კილაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

ამასთან, კახა კალაძემ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს, სამწვრთნელო და სამედიცინო გუნდს.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

8 საუკეთესო აქტივობა იტალიის კურორტ სერვიაში

9 April, 2025
„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

„სოფლის ნობათის პროდუქცია – რძე, ხაჭო, არაჟანი მაწონი, კეფირი, იოგურტი, მოჭიქული ხაჭო – არის ჯანსაღი და უვნებელი“-ხათუნა ცქიტიშვილი

აპრილი 10, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE