მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მდინარე მტკვარზე 28 ივნისიდან ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სამუშაოები ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კიდევ ერთ მნიშვნელოვან სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ხიდის სავალ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება, მოეწყობა კონსტრუქცია, წყალარინების სისტემა და შესრულდება ჰიდროიზოლაციის სამუშაოები.

ასევე, დაზიანებული მოაჯირები აღდგება და მისი კონსტრუქციები გამაგრდება; გარე განათების ძველი ბოძები შეიცვლება და დამონტაჟდება თანამედროვე, ენერგოეფექტური LED სანათები; განახლდება ტროტუარები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მდინარე-მტკვარზე-ორთაჭალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi