მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები – რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი.

დაწყებულია სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია, მათ შორისაა: თბილისის, ფოთის, ურეკის, ქობულეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და ჭიათურის სადგურები. საქართველოს რკინიგზა დამატებით 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს, რის შემდეგაც მაგისტრალური რეისები სრულად ახალი შემადგენლობებით შესრულდება.

ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრობის დროის შემცირებაზე. ზაფხულის სეზონის ბოლოსთვის რკინიგზა მგზავრებს ბათუმში, 5 საათისა და 30 წუთის ნაცვლად, 4 საათში ჩაიყვანს.

„არსებულ რეისებს ორი ახალი მიმართულება დაემატება: თბილისი-ქუთაისი-თბილისი და თბილისი-ახალციხე-თბილისი. ამჟამად მიმდინარეობს თბილისი-ახალციხის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, კაპიტალურად შეკეთდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც მგზავრებს ახალციხეში სამ საათში ჩავიყვანთ. ასევე ვიწყებთ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის აღდგენას. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ე.წ. კუკუშკას, რომელიც მგზავრებს 2027 წლიდან მოემსახურება“, – აცხადებს ლაშა აბაშიძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები – რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს. 5 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მგზავრებისთვის-საინტერე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi