იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად, III საუკუნეში გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლი თბილისში საღამოს 23:40 საათისთვის ჩამოვა. აერიოპორტიდან საპატრიარქოს დელეგაცია წმინდა მიწიდან ჩამოტანილ ცეცხლს პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ. სამებიდან კი ის მთელს ქვეყანაში გავრცელდება.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია