ფეისბუქგვერდი დედოფალი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
„მაქსიმალურად გააზიარეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია, რადგან უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეს.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ განცხადებას.
29 მარტს დიდ დღესასწაულს გიმზადებთ, საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” გამობრძანებული იქნება მერვე ლეგიონის დასახლება (ვაზისუბანი), წულუკიძის ქუჩა წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 11 საათიდან 17 საათამდე.
ამჯერადაც ხატების გამობრძანებისას შესაძლებლობა გექნებათ, ანთებული კანდელიდან სნეულთა საკურნებლად უსასყიდლოდ წაიღოთ კანდელის ზეთი, რომელიც უამრავი ადამიანის გადამრჩენელი გახდა დღევანდელ დღემდე. ( ზეთის წასაღებად იქონიეთ ახალი სამედიცინო შპრიცები, რითიც ამოვიღებთ ზეთს და გაგატანთ).
ტაძარში იქნება დაუჯდომლებიც, ხატის ასლებიც, რომელნიც უდიდეს საკვირველებას ახდენენ აგერ უკვე ათ წელზე მეტია და თქვენს ოჯახებში უმეტესი თქვენგანი გრძნობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მანუგეშებელ თბილ ხელს.
მათ ვისაც კვლავ გადაწყვეტილი გაქვთ თქვენ სახელზე კანდელში ენთოს ზეთი და თქვენი შესაწირი გავუნაწილოთ მრევლს, ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ მოიტანოთ ჩვენთან, ხატის მცველებთან, რათა დავიცვათ მაქსიმალურად წესრიგი.
როგორც ყოველთვის, ახლაც დაიძვრება მთელი საქართველო, უამრავი ადამიანი ჩამოვა რეგიონიდან, როგორც უკვე გინახავთ, მოჰყავთ სნეულები კლინიკებიდანაც ზოგი საკაცით, ზოგი ეტლით, მაგრამ როგორც უკვე იცით, არავინ დარჩებით ისე, ვინც ხატს ვერ მოილოცავთ შესაბამისად, ტრადიციისამებრ დავიცვათ სიმშვიდე და რიგში დგომის დრო გამოვიყენოთ ლოცვისთვის.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი, რადგან, მუდამ ბევრი მომლოისინი, ვისაც სნეული ჰყავთ და მძიმე განსაცდელის წინაშე დგანან დღეს.
მომდევნო გამობრძანება მალევე არ იქნება, რადგან ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ დატვირთული პერიოდი და ბევრი ქართული საქმე გასაკეთებელი სწორედ ამიტომ, ვისაც ხატის ასლები და განსაკუთრებულად დაუჯდომელი გსურთ, აუცილებლად მობრძანდით ხატის გამობრძანებაზე.
უნდა ვიყოთ კვლავინდებურად, ბევრზე ბევრნი და უფალს ვაჩვენოთ ქართველთა ერთობა და სიყვარული!
აუცილებლად მოიყვანეთ ბავშვები!
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, როგორც აღვნიშნეთ, მომდევნო გამობრძანება არ იქნება მალე და ყველამ შეძლოს მოსვლა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს ამ ეტაპზე!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა.
მცველნი საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატისა “დედოფალისა – სიხარულის მომნიჭებელისა”
გიორგი და ზურაბი.


