სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება" რაჭიდან მომიტაცეს და სვანეთში გადამმალეს; მაშინ 16 წლის ვიყავი... ქართველ ქალს...

” რაჭიდან მომიტაცეს და სვანეთში გადამმალეს; მაშინ 16 წლის ვიყავი… ქართველ ქალს მამაცობის არ უნდა გაუკვირდეს და სირთულეების არ შეეშინდეს” – წარმატებული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ცხოვრების გზა

“დიდი ხანია თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გამზრდელი მაინც ბათუმია და ბათუმელს ვეძახი თავს, ასე იქნება ყოველთვის”, – მეუბნება ბიზნესმენი მაია დოლიძე. ამ ქალბატონთან შეხვედრის და მასთან გასაუბრების სურვილი მას მერე გამიჩნდა, რაც მასზე გარშემო მყოფებმა მიამბეს: უსაზღვროდ ქველმოქმედი, არაერთი ტაძრის შემწირველი და ნამდვილი ადამიანიაო.

იოლი გზა არ აქვს გავლილი, მაგრამ მაინც, ყველაფრისთვის უფლის მადლიერია. ამბობს, რომ ღმერთის მფარველობას სულ გრძნობდა და ლოცვა აძლიერებდა. არაერთი მოძღვარი საუბრობს მის კეთილ საქმეებზე, თუმცა ამაზე ხმამაღლა, სახალხოდ ლაპარაკი თავად არ სურს, რადგან ფიქრობს, კეთილ საქმეებს არ უხდება აფიშირება.

გარდა იმისა, რომ წლებია, ბიზნესს უძღვება და ამ მხრივ ძალზე წარმატებულია, გაწევრებულია ბიზნესფედერაციაში “ქალები მომავლისთვის”; ასევე, საპატრიარქოსთან არსებული მორწმუნე ქალთა საზოგადოების წევრია… დანარჩენზე ქალბატონი მაია თავად გვიამბობს…

– ზოგ ქალს ალბათ მხოლოდ პრანჭიაობას დააბერტყავს უფალი, ზოგს კიდევ იმას, რომ ქალისა და მამაკაცის ფუნქცია ერთდროულად შეითავსოს. მხოლოდ ქართულ ლექსიკაში არსებობს სიტყვა “დედაკაცი” და მართლაც, ალბათ მსოფლიოს სხვა არც ერთი ქვეყნის ქალს ისეთი დატვირთვა არა აქვს და არც ისეთი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორიც ქართველს. ჩემი აზრით, ქართველი ქალი განსაკუთრებული და განსხვავებული ფენომენია.

– ასე რატომ ფიქრობთ, თქვენც რთული ცხოვრება გამოიარეთ?

– სირთულის რა გითხრათ… უბრალოდ, ბავშვობიდან ცოტა სხვანაირი ვიყავი. მიყვარდა შრომა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების მხრიდან ფუფუნება არ მაკლდა. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სტუმარმასპინძლობა პირველ ადგილზე იყო. რაჭა ჩემი დედულეთია და ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ოჯახს რაჭველები “დასავლეთში გასასვლელ ჭიშკარს” ეძახდნენ. ასეთ ოჯახსა და გარემოცვაში გაზრდილი ოჯახურ ტრადიციებს ვერ დავარღვევდი და სტუმარმასპინძლობა ჩემთვის დღემდე ძალზე ფასეულია.

– შრომა მშობლებმა შეგაყვარეს?

– არა, ეს უფრო თანდაყოლილ მოთხოვნილებას ჰგავდა. მაინტერესებდა სოფლის საქმეები. შრომისმოყვარე და თან, ძალიან ინტერესიანი ვიყავი. მიხარია და მადლობა უფალს, რომ დედაეკლესიის წიაღში ვარ და როცა ვლოცულობ, ყოველთვის შევთხოვ უფალს, შრომის საშუალება და რაც შეიძლება მეტი სიკეთის კეთების უნარი მომცეს. მაშინ ვარ ბედნიერი, თუ ვინმეს რაიმეში დავეხმარები. როცა ამის საშუალება მეძლევა, ის დღე ჩემთვის უბედნიერესია, რადგან სიკეთისა და სიყვარულის გარდა, ადამიანს სხვა რა შეუძლია?.. სრულად

  სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.