მსოფლიო მოდის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში ერთი-ერთი ქართული გვარი, ხატულია ავსაჯანიშვილია. საქართველოში მას თითქმის არ იცნობენ, მაგრამ რუსეთში ავსაჯანიშვილების ძვირადღირებული ოჯახური ბიზნესის შესახებ ყველამ იცის.
2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოდის საცალო ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშე სანკტ-პეტერბურგიდან შემოვიდა. ბრენდს “Boygar’s” ჰქვია და ქართული ფესვები აქვს. ეს არის ავსაჯანაშვილების ოჯახური ბიზნესი. “როგორც კომპანიაში აღნიშნეს, მათი გამოჩენა ქართულ მიწაზე უფრო მეტად ფესვებისა და საწყისთან დაბრუნებაა” – წერდა რუსული მედია.
ბრენდს სახელი ბიზნესის დამფუძნებლის, ბოიგარ ავსაჟანაშვილის სახელი ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ავსაჯანიშვილების საოჯახო ბიზნესის სათავე ლენინგრადის კოოპერატივ “პეპელადან” მოდის. სსრკ-ს დასასრულს ის იყო მოდის პიონერი რუსეთის დედაქალაქში, რომელიც ბალეტის ყოფილმა მოცეკვავემ ბოიგარ (ბორის) ავსაჯანიშვილმა 1988 წელს დაარსა.
ბორის ავსაჯანიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად 1985 წელს
ჰყავს მეუღლე სვეტლანა ავსაჟანაშვილი, რომელიც ყოფილი ექიმი – დერმატოვენეროლოგია და შვილები, და-ძმა: ხატულია და თემურ ავსაჯანაშვილი. 35 წელია, რაც საოჯახო კომპანია Babochka სანქტ-პეტერბურგში მოდის იმპერიად იქცა. ახლა ის მოიცავს ბევრ პოპულარულ ბუტიკს და ბრენდულ მაღაზიას. კომპანიის მთავარი უპირატესობაა მრავალწლიანი საქმიანი და მეგობრული კავშირები მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებთან. Babochka-ს ბუტიკის შოურუმში წარმოდგენილია 200-ზე მეტი ბრენდი, Armani-დან-Fendi-მდე. ავსაჟანიშვილის ვაჟის, თემურის მეუღლეა მარიინსკის პრიმა ბალერინა ალინა სომოვა.
გავლენიანი ოჯახი მეგობრობს მსოფლიო მოდის ისეთ კორიფეებთან, როგორებიც არიან სტელა მაკარტნი და ბერნარ არნო. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს ბოიგარსი 2022 წლის 23 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე სვეტლანა ავსაჯანაშვილია.
კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 1 300 000 მილიონ ლარს. 2023 წლის თებერვალში კომპანია Boygars-მა იქირავა კომერციული ფართები თბილისში, მისამართზე: შოთა რუსთაველის გამზირზე, რომლის იჯარის ვადა იწურება 7 წელიწადში – 2030 წელს.
ცოტა რამ ავსაჯანიშვილებზე…
ხატუალიას სოციალურ ქსელში სულ რაღაც 15 ათასამდე გამომწერი ჰყავს, მაგრამ ავსაჯანიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, მსოფლიო მოდის გავლენიანი ადამიანების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. ის ერთ-ერთია 13 რუსიდან, რომელიც 500 კაციან სიაში შედის, ისინი მოდაში ამინდს ქმნიან.
“ინსტაგრამზე” ხატულიას გამომწერების სიაში აღმოვაჩინეთ, დიზაინერი ნინა ზარქუა, ბაია კვიციანი, სალომე ღვინიაშვილი, ნინა ცქიტიშვილი, ჯაბა დიასამიძე, თაკო ჩხეიძე და ანუკი არეშიძეც კი.
2016 წელს მამამ ბიზნესი შვილებს გადაუფორმა. ოჯახის ყველა წევრი დიდ, გემოვნებიან სახლში ცხოვრობს. თემურ ავსაჯანიშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
ბორის ავსაჯანიშვილი შვილთან და რძალთან ერთად
„მე მყავს მეგობარი ქალბატონი პეტერბურგში. ის უკვე სამოცდაათი წლისაა, გულწრფელად მიმაჩნია ჩემი სტილის ხატად. ის ამბობს, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს მისი გარდერობი, მაინც არის მთავარი სიტყვა – ცნობისმოყვარეობა. ზრდასრულმა ქალმა ყოველთვის ზუსტად იცის რა სჭირდება, რა უხდება. მაგრამ ამ ცოდნის ფარგლებშიც კი, რაღაც შეიძლება მოძებნოს ახალ კოლექციებში“. – ამბობს ხატულია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ხატულია ავსაჯანაშვილი რუსეთის ყველაზე კულტურულ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, რომელიც მას მთელი სულითა და გულით უყვარს. ბავშვობიდან მშობლებთან ერთად მოგზაურობდა, დადიოდა მოდის მნიშვნელოვან შეხვედრებზე და იღებდა ყველა სახის ინფორმაციას მოდის სამყაროდან. როდესაც პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, ის აგრძელებდა მონაწილეობას საოჯახო ბიზნესში და ერთ დღეს შესთავაზეს სამსახური „შანელის მოდის სახლში“, მაგრამ იძულებული გახდა უარი ეთქვა, რადგან ვერ შეძლო დაეტოვებინა საყვარელი ქალაქი.
ავსაჯანიშვილების ბრენდი 30 წლისაა და ამჟამად და-ძმა ერთად აგრძელებს პეტერბურგში მოდური ადამიანების ჩაცმას და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობას.
რამდენიმე ფაქტი ხატულია ავსაჯანიშვილების შესახებ
ქალი გამორჩეულია არაჩვეულებრივი ვოკალური შესაძლებლობებით და როგორც რუსული მედია წერს, ის ამავე დროს კარგად ხატავს. მისი ნახატები ხშირად ასახავს ღრმა ემოციებს და რთულ დეტალებს, რაც ასახავს მის უნიკალურ ხედვას სამყაროზე. გარდა ამისა, მან დაწერა რამდენიმე წიგნი.
თავისი ნიჭით მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ხშირად იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე, მათ შორის ცნობილი საოპერო თეატრები და მუსიკალურ ფესტივალები.
ის აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, როდესაც საქმე განათლებასა და ბავშვების კეთილდღეობას ეხება. ხატულია ავსაჯანიშვილი მშობლიური ენის გარდა, თავისუფლად ფლობს ხუთ ენას. ეს განსაკუთრებულად ეხმარება ბიზნესის წარმოებაში.
მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება დაუოკებელი ოპტიმიზმია. ამბობს, რომ ოპტიმიზმი არის სინათლის შუქურას, რომელიც ყველას გვახსენებს ადამიანის სულის გამძლეობასა და იმ ღრმა ზემოქმედებას, რაც ხელოვნებას შეუძლია მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე.
როგორც ხატულიას სოციალურ ქსელში ვნახეთ, ქალი თბილისსაც სტუმრობს. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ბებიასთან ერთად თბილისში აქვს გადაღებული წერს, “ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს ტკბილ ბებიას! დღეს ისე ვისურვებდი თბილისში ყოფნას, როგორც არასდროს”.
და-ძმა ავსაჯანიშვილები თბილისში ბებიას-ბაბუასთან ერთად საქართველოში ბოლოს 2023 წლის დეკემბერშიც იმყოფებოდა. ხატულია ინსტაგრამზე თბილისის ქუჩების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, „მზიანი დეკემბერი თბილისში…“
ავსაჯანიშვილები ბიზნესისა და ნათესავების გამო, როგორც ჩანს ხშირად სტუმრობენ თბილისს. წყარო
მასალის გამოყენების პირობები