მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.
11, 12, 13 და 14 იანვარს საგნის გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყება.
15 იანვარს უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილისა და ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის – დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) საუბრის ნაწილის გამოცდებზე საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 10:30 საათზე. ამავე დღეს, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდებზე რეგისტრაცია 13:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 13:30 საათზე.
2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
საგამოცდო ცენტრები განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:
  • თბილისი – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა (მის.: დიღმის მასივი, III კვარტალი);
  • ქუთაისი – ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა (მის.: არაყიშვილის ქ. №15);
  • ბათუმი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა (მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. №47).
საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 ოქტომბერს დასრულდა. გამოცდისთვის სულ 3264 მასწავლებელი დარეგისტრირდა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მასწავლებლებისთვის ორგანიზებული საგნის გამოცდები 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. 5 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მასწავლებლებისთვის-ორგა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi