მარნეულში 6 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო – მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანის, მათ შორის, ერთი ბავშვის საკონდიტრო ნაწარმით სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ.

“ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა, ინსპექტირების ჯგუფი ობიექტზე, სადაც, მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურ ინსპექტირებას ჩაატარებს; გარდა ამისა, სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მარნეულში 6 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო – მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს. 18 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მარნეულში-6-ადამიანის-მათ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi